პენიტენციურ სამსახურს სააპელაციო სასამართლოშიც მოვუგე დავა ციხის საკანში შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ, თანხმობის გარეშე გასაჯაროების საქმეზე. - ამის შესახებ იურისტი ლევან ალაპიშვილისოციალურ ქსელში წერს. 

" ეს პირველი პრეცედენტია.

 
 2 ინსტანციის სასამართლომ დარღვევაც დაადასტურა და მორალური ზიანიც დააკისრა სამსახურს.
 მანამდე, იმავე ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოვიგეთ საქმე. ინსპექტორის 2020 წლის 20 მარტის №გ-1/100/2020 გადაწყვეტილებით პენიტენციური სამსახური კანონამრღვევად იქნა ცნობილი და ჯარიმაც დაეკისრა.

  თეა წულუკიანმა პარლამენტში ნინო ლომჯარიასთან კამათისას რომ გამოაქვეყნა საკანში პატიმართან სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, ის საქმეა. მინისტრის უკანონო დავალება შეასრულა და ვიდეოჩანაწერი პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა ვებგვერდზე, ფეისბუკგვერდზე და მედიასაც გადასცა.
  ჰოდა, დაისაჯა. ესეც 3:0"