"ტვ პირველისა“ და ამავე არხის ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კახა კალაძემ სასამართლო დავა მოიგო.

თბილისის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა.  თანხის ნაწილში სასამართლო მხარეს დედაქალაქის მერისთვის 15 000 ლარის გადახდა და ბოდიშის მოხდა დააკისრა. 

შეგახსენებთ, კახა  კალაძემ განაცხადა, თუ სასამართლოს გზით მივიღებ "ტვპირველისგან" თანხას, მას მივმართავ ადამიანებისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.

ცნობისთვის, 2022 წლის 20 ივნისს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებულური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი ლარი მიიღო.