გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილის ჩვენება "კურიერმა" მოიპოვა. ტელეკომპანიის გავრცელებულ ჩვენებაში აღნიშნულია:
"მე, გიორგი შაქარაშვილი და ამირან ახვლედიანი გავიქეცით მდინარე არაგვზე გამავალი ხიდის მიმართულებით. ამ დროს დავინახეთ, რომ შავი ფერის მანქნიდან გადმოვიდა რამდენიმე პირი და გამოგვეკიდა. მე, შაქარა და ვახტანგი გავიქცით უკან, გავგადავირბინეთ თითქმის გზის დიაგონალი, გიორგი შაქარაშვილი მირბოდა წინ, უკან მიყვებოდა ვახტან ახვლედიანი, ბოლოს კი მე. გიორგი შაქარაშვილმა და ვახტანგ ახვლედიანმა ხიდის ქვეშ ჩამავალ გზაზე ჩაირბინეს, მე კი პირდაპირ გავიქეცი, რა დროსაც გზის გვერდით დავინახე ძველი ფერადი შენობა და გავიქეცი მის მიმართულებით მე მანქანაში მეშვიდე ვიყავი, წამოვედი თბილისის მიმართულებით და მოვითხოვე რომ მანქანა ხიდის მიმდებარედ გაეჩერებინათ, რადგან მომეძებნა შაქარა. მე მათ მკითხეს თუ რატომ უნდა ჩამოვსულიყავი, მე მათ მიზეზები დავუმალე, რადგან შემეშინდა. არ გამიჩერეს მანქანა და ჩემი ნების საწინააღდგეოდ წამომიყვანეს", - აღნიშნულია ჩვენებაში.