თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თენგიზ კოპალიანმა დააკმაყოდილა პროკურატურის შეუადგომლობა და კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას განხრაზ მკვევლობისთვის ბრალდებულ ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატირორობა შეუფარდა.
ბრალდებული ექიმის ადვოკატმა კახა შონიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 -ლარიანი გირაოს შეფარდება ითხოვა. თავად ბრალდებულმა კი სასამართლოშ განაცხადა, რომ კოლეგის მოკლვლის მცდელობა არ ჰქონია. მხოლოდ შეშინების მიზნით გაისროლა “მე განზრახ მოკვლის მცდელობა არ მქონია. ეს გამორიცხულია. მე მინდოდა შეშინება, კუთხეში გავისროლე, ამ დროს ადგა თუ რა იყო არ ვიცი და მხარში… მე რომ მაგის მოკვლა მდომებოდა პირისპირ ვიყავი ნახევარ მეტრში, მე გული სად არის და თავი სად არის ექიმმა კაცმა ვიცი, მე ყოფილი ოფიცერი ვარ. ეს მოხდა შემთხვევით, შეშინების მიზნით, რომ მან სამსახურიდან უსაფუძვლოდ გამანთავისუფლა. უმიზეზოდ… ჩემი ნაყიდი კონდენციონერის პულტი არ მივეცი და ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა. 4-ჯერ გადამიყვანა სხვადასხვა კაბინეტში… ” – განაცხადა ბრალდებულმა თეიმურაზ ბეჟანიძემ.   შეგახსენებთ, “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების გამო, ბრალდებულმა სამედიცინო დაწესებულებაში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში სცადა კოლეგის მოკვლა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღიდან გასროლით, რაც ვერ განახორციელა საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელშეშლის გამო. დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.” – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.   https://www.youtube.com/watch?v=GSTKyjqMzMc