ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქ. ზუგდიდში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე (მდ. სინწა) ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება.

ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის ბოლოდან ამ ტერიტორიას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება. აღნიშნული სამუშაოებისთვის 82 ათასი ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა 560, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - 27 ობიექტზე.