"თიანეთის მუნიციპალიტეტში 9 სოფელს სუფთა სასმელი წყალი მიეწოდება.  4 არტეზიული ჭა, წყლის ორი სათავე ნაგებობა და შესაბამისი წყალსადენის ქსელი ექსპლოატაციაში  ოფიციალურად  შევიდა",- ამის შესახებ ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქვეყნებს.

მუნიციპალიტეტის ცნობით,  სოფლები: ღულელები, კვერნაულა, თოლენჯი,  ცალუღველაანთკარი და მელიასხევი ლაბორატიულად გასინჯული, სუფთა სასმელი წყლით. სპეციალურად  გაბურღვილი 4 ჭაბურღილიდან და აშენებული საქლორატეებიდან მარაგდებიან.

ხოლო სოფლებს: ალოტი, ალაჭანი, კახოიანები და ტუშურები, სასმელი წყალი თვითდინებით სპეციალურად დაცულ ზონებში მოწყობილი წყლის შემკრები სათავე ნაგებობებიდან  მიეწოდებათ.

„აღნიშნული პროექტები, თიანეთის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე სოფელში, წყალსადენის სათავე ნაგებობა, რეზერვუარი და წყალგაყვანილობის სისტემა არ არსებობდა და ამის გამო, მოსახლეობას  მხოლოდ ეზოში არსებული ჭის წყლის მოხმარება შეეძლო.

მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, თიანეთის ყველა სოფლის წყამომარაგების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფისათვის,  სპეციალური აიპი "თიანეთის წყალი" შეიქმნა. მისი მოვალეობაა ქსელზე ან სათავე ნაგებობებზე დაზიანების დროული და ორგანიზებული აღმოფხვა და ასევე სასმელი წყლის ბასეინების დასუფთავება-დაქლორვის სამუშაოების შესრულება.

ამისათვის "თიანეთის წყალი" აღიჭურვა სათანადო ხელსაწყოებით, მარაგი ნაწილებით და სამუშაოების შესრულებისათვის აუცილებელი ტექნიკით”,- აღნიშნულია თიანეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე.