როგორც "აიპრესს" თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებათ.

"ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზე თელავის რეფერალურ საავადყოფოშია მოთავსებული, მეორე მამაკაცის დამატებითი კვლევებისთვის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. ორივეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა", - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

ცნობისთვის, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. გადაჭარბებული სისწრაფით მომავალი ავტობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხეულის სხვადასხა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.