თელავში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 


შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

"აიპრესის" ინფორმაციით, გადაჭარბებული სისწრაფით მომავალი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხეულის სხვადასხა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. "აიპრესი" მომხდარის დეტალებს არკვევს.