უხვი ნალექის დროს  ჩახერგილმა სარწყავმა არხმა გზების დატბორვა და სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო შესაბამისი ზომები და მოახდინა მყისიერი რეაგირება, თუმცა ბალანსზე არსებული ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს მელიორაციის მიერ  მოხდა დამატებითი სპეც ტექნიკის მობილიზება, რის შემდეგაც დაიწყო სოფელ კაზლარის სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები.
სოფლის მრავალწლიანი პრობლემა რამდენიმე დღეში სრულად გადაიჭრება.