საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა და განაცხადა, რომ სამუშაოების ბიუჯეტი დაახლოებით 21 მლნ ლარს შეადგენს.

 

„ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ, ქალბატონი თეა წულუკიანი იყო ჩასული ქუთაისში, ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ ამაზე მუშაობა, პროექტი შედგენილია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, რომლის ბიუჯეტი არის დაახლოებით 21 მლნ ლარი,“- განაცხადა პრემიერმა.