ახალი სერვის ცენტრი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, „რევა მოტორსის“ დირექტორმა შაქრო ცეცხლაძემ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ გახსნეს.

„ პროექტის დასაფინანსებლად მოზიდული კერძო ინვესტიცია 1.5 მილიონ ლარს შეადგენს და პირველ ეტაპზე, 25 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები დასაქმდებიან. კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.