დღევანდელ საბჭოს სხდომაზე „2023 წლის ბიუჯეტის პროექტი“ და  „დაბა ხულოს განაშენიანების კონცეფციის გეგმა“ განიხილეს. ასევე საბჭოს წევრებმა მოისმინეს 2022 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 3 ივლისს შეიქმნა და 15 წევრისგან შედგება. საბჭოს შემადგენლობაში ბიზნესს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საზოგადოების  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან.

„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო” მერის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს და მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, რეკომენდაციების, სამოქალაქო ინიციატივების,  მოსაზრებებისა და რჩევების შემუშავება.