ხაშურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი მთელი დღის განმავლობაში ვითარებას, ადგილზე ეცნობოდნენ.
სისტემატურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მუშაობს ათამდე ერთეული ტექნიკა და ეტაპობრივად ხორციელდება ყველა დასახლებულ პუნქტამდე მისვლა.
მუნიციპალიტეტს ტექნიკით ეხმარებიან კერძო კომპანიებიც და ჩართულები არიან დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის.
ქუჩებში მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა.
მუნიციპალიტეტს ელექტრო ენერგიისა და გაზის მიწოდების თვალსაზრისით, შეფერხება არ აქვს.