ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოცხნარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის გარდამავალი პროექტი აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

 რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელ ცოცხნარისა და ქემფრის მცხოვრებთა გადაადგილების პირობებს. სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ერთობლივად აფინანსებს.  პროექტის ღირებულება 4 599 999 ლარია.