გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტში გამოფენა - „ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ და ვრეაგირებთ“ გაიხსნა, რომლის ორგანიზატორი იყო გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, ამერიკული სივრცის კოორდინატორი, ხაშურის საბიბილიოთეკო გაერთიანების ინოვაციური განყოფილების ხელმძღვანელი ქეთი მეტრეველი.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ დარბაზში მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, რომელმაც გააჟღერა კამპანიის მთავარი გზავნილი, რომ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ხაშურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია.


ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა ისაუბრა ძალადობის გამომწვევ ძირეულ მიზეზებზე და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ძალადობის მსხვერპლ ქალებს. 
პრეზენტაცია თემაზე - "25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე" -შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელმა, პოლიციის კაპიტანმა მაია წკრიალაშვილმა წარმოადგინა. მან აქცენტი გააკეთა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებაზე, სამართლებრივი ნორმებისა და მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. 


შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ააიპ საბავშვო ბაღების გაერთიანების და საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლები, ახალგაზრდები