სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერის საჯარო სკოლის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა.
 

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ და მოსწავლე-ახალგაზრდებს, მათს მშობლებსა და პედაგოგებს განახლებულ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მარინე დიდებულიძემ, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ.

გაიმართა კონცერტი მოსწავლეების შესრულებით.
ქემფერის საჯარო სკოლაში ამჟამად 42 მოსწავლეა. რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

სკოლის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 1 662 000 ლარი.