“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას, მაშინ როდესაც უამრავი ადგილობრივი, დახმარების მოლოდინშია.
რატომ იღებს დახმარებას მისი ოჯახი, ამ კითხვის დასმას ხაბეიშვილი თავად საკრებულოს თავმჯდომარისთვის ცდილობდა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ადგილზე იმყოფებოდა ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი. რომელსაც ,,აიპრესი“ დაუკავშირდა. ,, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით კიკნაძე გვიმტკიცებს, რომ მისი ოჯახი სოციალურ დახმარებას კანონიერად იღებს. მაშინ როცა თავად ხელფასი 4000 ლარი აქვს, უამრავ გაჭირვებულ ადგილობრივს კი სოციალური დახმარება მოუხსნეს.“-განაცხადა ავალიშვილმა ჩვენთან საუბრისას.