თერჯოლის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში ყოფილ მეუღლეს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ კი თავის დაწვა სცადა. 

მამაკაცი სხეულის დაზიანებით კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში ,,აიპრესს" განუცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.