შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხდა. ახალგაზრდა ქალი ქმრის სასაფლაოზე მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა რა დროსაც მამამთილმა დაჭრა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ,,აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.