ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ უტიაშვილის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა გაიმართა.
მერმა, 2021 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, მერიის სამსახურების და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. " მოსახლეობას ჩემი 1 წლის მუშაობის ანგარიში წარვუდგინე. მე და ჩემმა გუნდმა ერთობლივი ძალისხმევით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადავჭერით, რომელზეც ანგარიშის წარდგენისასაც ვისაუბრე.გურჯაანელების უშუალო ჩართულობით იგეგმება და ხორციელდება ყველა პროექტი მუნიციპალიტეტში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო "გურჯაანის ღვინის ფესტივალი", რომელიც ორწლიანი იძულებით პაუზის შემდეგ გაიმართა და თავისი მასშტაბით, ხალხმრავლობით თუ მრავალფეროვნებით მართლაც რომ გამორჩეული იყო. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მოსახლეობას მუდმივი მხარდაჭერისთვის. ერთად კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი გურჯაანის საკეთილდღეოდ." - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.