დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 32 წლის მამაკაცის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა სანადირო თოფისან აქვს მიყენებული. 

ერთ-ერთი ვერსიით,  მამაკაცი, საკუთარი სანადირო თოფის წმენდისას, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს.