ჩანჩხალოს მოსახლეობის წარმომადგენლები შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილეებთან და საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან შეხვდნენ.

შეხვედრაზე მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებმა სოფელში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, ხელისუფლების წარმომადგენლებს გზის პრობლემის მოგვარება და 250 000 ლარიან პროგრამაში ჩართვაზე დახმარება სთხოვეს. შუახევის მერიის ინფორმაციით ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს შესაბამის უწყებებთან საკითხის გარკვევასა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.