ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, მოქალაქეები, არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენელბი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის სამსახურების, განყოფილების და აიპების ხელმძღვანელები, მაჟორიტარი დეპუტატის  ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.


ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023  წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობა 11,814.2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 27.5% გაიზარდა. აღნიშნული ბიუჯეტის მოცულობა 2023 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ფონდებიდან გადმორიცხული თანხებით  ეტაპობრივად მოიმატებს. 
მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია:
1.მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები.
2. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნვეყოფა.
3.ინფრასტრუქტურის  მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია.
4.დასუფთავება და გარემოს დაცვა.
5. განათლება.
6. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი.
7. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. 

 

2023 წლის ბიუჯეტის პროექტი  საჯარო განხილვამდე,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა გასაცნობად და შენიშვნებისთვის  საკრებულოს გადაუგზავნა, რომლის მოსმენაც კომისიის ფორმატში

 

წარიმართა. მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებილო წლის ბოლომდე დაამტკიცებს.