„ დავიწყეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - უკვე შენდება ახალი საჩოგბურთო კომპლექსი; მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ფეხბურთის მინი სტადიონების კეთილმოწყობა; ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია რაგბი და სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარება. ახალ სარაგბო ბაზას პირველ რიგში სჭირდებოდა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომ მისი მშენებლობა დაიწყოს - ჩვენ პროექტის მოსამზადებლად საჭირო დაფინანსება მოვიძიეთ. ამის შემდეგ, მოვამზადებთ პროექტის ხარჯთაღრიცხვას და გვეცოდინება ვადები, რომელშიც შევძლებთ ახალი ბაზის მშენებლობის დაწყებას."

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

 
„საკრებულოს სხდომაზე მოვისმინე რადიკალური ოპოზიციის - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა პოპულისტური განცხადებები, სპეკულაციები და უსუსტესი ოპონირება - სინამდვილეში, როგორც სხვა ბევრი პროექტი ჩვენს ქალაქში, ასევე რაგბის ახალი ბაზაც დაპაუზებული იყო სწორედ მათ მიერ მხარდაჭერილი წინამორბედი მერის გამო. მან ვერ შეძლო ელემენტარულად პროექტის მომზადებაც კი, რომელსაც შემდეგ, საქართველოს მთავრობა და „რაგბის კავშირი“ ოზურგეთისთვის განახორციელებდნენ. 4 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ოზურგეთში არსებულ რეალურ პრობლემებზე არცერთხელ ამოუღია ხმა, სწორედ იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტს მათი მოკავშირე და მათ მიერ მხარდაჭერილი მერი მართავდა, რაშიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყველანი დავრწმუნდით, როდესაც ფართო საზოგადოებამ გაიგო მისი ფარული შეხვედრების შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან.

თუ დაუკვირდებით, რაც უფრო მეტს ვაკეთებთ ოზურგეთისთვის, მით უფრო ბრაზდებიან და ღიზიანდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩვენს საკრებულოში და აქტიურდებიან მათ მიერ მართული მედიასაშუალებებიც. ისიც ცხადია, რომ დაშლის პირას მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მიმდინარეობს ბრძოლა დაჯგუფებებს შორის - ოზურგეთის საკრებულოშიც ჩანს ეს პროცესი, როცა ნაცმოძრაობის ერთი ჯგუფი ცდილობს, მეორეს წაართვას პირველობა კომიკური განცხადებების გაკეთებასა და ყვირილში.

მართალი გითხრათ, მეტ დროს მათზე საუბარს ვერ დავუთმობ, რადგან საზოგადოება კარგად ხედავს განსხვავებას. მადლობა მინდა მხარდაჭერისთვის გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საკრებულოში. ჩვენ განვაგრძობთ საქმის კეთებას. ოზურგეთის განახლება და განვითარება ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია,“- აღნიშნავს თალაკვაძე.