ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი არ არის შედგენილი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.  როგორც თემურ ცამციშვილმა აღნიშნა დიდი წილი ბიუროკრატიული ხარჯებისკენაა მიმართული.

,,ხელფასების გარდა ,მარტო ავტოპარკინგის შენახვა წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი უჯდება მერიას. ამას ემატება წარმომადგენლობითი ხარჯები. იმ ფონზე, როცა ქალაქში უამრავი პრობლემაა, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ინფრასტრუქტურაში მხოლოდ 13 მილიონის დახარჯვა არ არის საკმარისი. ეს ბიუჯეტი არ არის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული.დანაშაულია,რომ ამ ფონზე ბიუჯეტის  50 %-ზე მეტი ბიუროკრატიის შენახვაში დაიხარჯება"-განაცხადა  ცამციშვილმა.

მომავალი წლის ქუთაისის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით 85 მილიონ 917 ათასი ლარია.