ეს იწილო-ბიწილო,  კიწო-მიწო პოლიტიკა უნდა დავასრულოთ. უნდა დავსხდეთ ერთად და უნდა იყოს მკაფიო ორი-სამი მესიჯი - ამის შესახებ ნაცმოძრაობის ყოფილმა წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"პოლიტიკური ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებსაც კიდევ ჰგონიათ, რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით, კომისიებში თუ შევლენ, თუ არ შევლენ ამას გამოიყენებს ღარიბაშვილი... ეს იწილო-ბიწილო, ეს კიწო-მიწო პოლიტიკა უნდა დავასრულოთ. უნდა დავსხდეთ ერთად, უნდა იყოს მკაფიო ორი-სამი მესიჯი. რით იგებს ოცნება? - მდინარაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი გამოდიან ერთი მესიჯით და დისციპლინარულად იმეორებენ. აქეთა მხარეს არის 7 მესიჯი, ერთმანეთში აჯაფსანდალივით არეული და მაყურებელი ვერ გაიგებს რა უნდა ოპოზიციას"- აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.