ბოკერიას პირობებში ლავირების და მაიმუნობის სივრცე გეზღუდება, იმიტომ რომ თვითონ მიჰყავს პროცესი და არა მის ჩრდილებს. გავლენით ვაჭრობისას ბოკერია დაბრკოლებაა - ვერ ივაჭრებ ბოკერიათი ვერც ბიძინასთან, ვერც მიშასთან. - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ბევრი მეკითხებით, რა ინტერესი ჰქონდა კეზერაშვილს როცა ბოკერიას ბრძოლა გამოუცხადა თავისი მინიონების ხელით.
მთავარი ეგოა - გიგას ვერ ეუფროსები.
(ვერც სააკაშვილი ეუფროსებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გიგა იერარქიას მუდამ იცავდა და კეზერაშვილი ხომ საერთოდ სასაცილოა).
ამას გარდა:
1. შეადარეთ გიგას პარლამენტი - ყველა სხვა პარლამენტს.
სად ჰქონდა მეტი დისკომფორტი ხელისუფლებას? გიგა როცა ეკამათებოდა, თუ რომელიმე სხვა პარტიის ლიდერი?
შეადარეთ საპარლამენტო დებატები - იოლია.
2. შეადარეთ გიგას ნაწარმოები მოლაპარაკებები სხვა პროცესებს - 8 მარტის შეთანხმება სჯობდა თუ შარლ მიშელის შეთანხმება. სად მეტი დათმობა მიიღო ოპოზიციამ?
ესეც იოლია ხო?
ბოკერიას პირობებში ლავირების და მაიმუნობის სივრცე გეზღუდება, იმიტომ რომ თვითონ მიჰყავს პროცესი და არა მის ჩრდილებს.
გავლენით ვაჭრობისას ბოკერია დაბრკოლებაა - ვერ ივაჭრებ ბოკერიათი ვერც ბიძინასთან, ვერც მიშასთან.
მგონი მარტივი მისახვედრია.