პოლიტიკურ აქციას აპოლიტიკურს რომ დაუძახებ ხალხი დაგიჯერებს და ნდობას დაიმსახურებ? ივანიშვილს თუ კრიზისი არ შეექმნა, სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება. ასეთი სიყალბის დემონსტრირება ივანიშვილს კრიზისს არ შეუქმნის, გააძლიერებს - ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"პოლიტიკურ აქციას აპოლიტიკურს რომ დაუძახებ ხალხი დაგიჯერებს და ნდობას დაიმსახურებ?
პოლიტიკური პატიმრის სოლიდარობის აქცია პოლიტიკური რანაირად არაა, რატომ თვლით ბრიყვად ქართულ საზოგადოებას და რატომ აყალბებთ რეალობას?
რატომ არ უნდა იყოს ეს აქცია პოლიტიკური? რადგან მიშამ თქვა? მიშამ თქვა საკითხის პოლიტიზება არ მინდაო.
აი ეს თქვა მიშამ.
აქციას თუ მართავ, პოლიტიზებაა და თუ საზოგადოებას პატივს სცემ, უნდა ახსნა რატომ არ ეთანხმები მიშას.
ამის ნაცვლად შავზე თეთრის თქმა, მიშას აზრს ვითვალისწინებთო და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა - აპოლიტიკურ აქციაზე ბოდვებით არის სირცხვილი.
ძალიან გამჭვირვალეა, რომ შუაღამისას დაანონსებული აქცია, გარდა შიდაპარტიული კონკურენციისა არაფერს ემსახურება.
მიშას შიდაპარტიული ავტორიტეტით დაწინაურების ჟინიც ძალიან გამჭვირვალეა.
ამ სიყალბეს, ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი იჭერს ძალიან კარგად.
ეს არის მიშასთვის ცუდი, იმიტომ რომ ხალხს აუცხოვებს პროცესიდან და ივანიშვილს აძლიერებს!
ივანიშვილს თუ კრიზისი არ შეექმნა, სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება.
ასეთი სიყალბის დემონსტრირება ივანიშვილს კრიზისს არ შეუქმნის, გააძლიერებს.
ივანიშვილს გაუთავისუფლებია პოლიტიკოსები როცა ექმნებოდა კრიზისი - ქუჩაში, თუ საპარლამენტო.
პოლიტიკური კრიზისის შექმნის გარეშე არაფერი გამოვა. ეს სიყალბე უბრალოდ შეურაცხმყოფელია და არანაირ კონსოლიდაციას არ გამოიწვევს მიშას ინტერესების სასარგებლოდ",- წერს ჩერგოლეიშვილი.