მსაჯვრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის,  შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა, უფლებადამცველები და ოჯახი ბრძოლის სხვა ეტაპზე გადავა და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს შემდგომი რეაგირებისთვის:

"მე ვადასტურებ რომ სააკაშვილის მდგომარეობა მართლაც მძიმეა. განსაკუთრებით ბოლო დღეებში მოხდა დამძიმება. თუ დადგინდება, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე და მისი სიცოცხლე იმდენად საფრთხეშია,რომ  შეიძლება წამებზე და წუთებზე იყოს საქმე, შეიკრიბება საზოგადოება. აქ უკვე მივმართავთ ალბათ საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და ამის მერე უკვე სულ სხვა რეჟიმზე მოხდება სიტუაციის გადაყვანა. მას აქვს გონების კარგვის ეპიზოდი პირველად რუსთავის ციხეში, აქედან იწყება ამერიკელი ტოქსიკოლოგის კვლევა" - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.