მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ უკვე შეუძლებელია ტკივილების ატანა და რაც შეიძლება მალე შეიტანეთ სასამართლოში დასკვნა - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობა მეტს ვეღარ ითმენს და შეუძლებელია უკვე ტკივილების, მდგომარეობის ატანა, ამიტომ რაც შეიძლება მალე შეიტანეთ სასამართლოში დასკვნა. არ გამოვრიცხავ, რომ ორშაბათს, ან სამშაბათს მივმართოთ სასამართლოს",- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.