"რაის ვაქნევთ ცარიელ მშვიდობას, ცარიელ სტომაქით. რაი არ მშვიდობა უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის... ცარიელ მშვიდობა მიწაშიც გვეყოფის. დემაგოგთათვის ეს პასაჟიც, სადაც ლელთ ღუნიას პოლიტიკური შეხედულება ნოყიერი საზრდოა მტკიცებისათვის, თითქოს ილია ჭავჭავაძე ომის მოსურნე ყოფილიყოს და არა მშვიდობისა. რაღა გასაკვირი იქნება თუკი "ქართული ოცნება და მისი მიმდევარნი ილიას მრწმასს რომ ომის პარტიის იდეოლოგიად შერაცხავენ" - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირიპისრების თვალსაჩინოებისათვის ილია ჭავჭავაძის ",გაზავრის წერილების" მოქმედი პერსონაჟის ლელთ ღუნიას პასაჟები წაიკითხა.
"ამ ბოლოხანს ძალიან გახშირდა "ქართული ოცნების" წევრთა თუ მიმდევართა მხრიდან ოპოზიციის მიმართ "ომის პარტიის" ძახილი. რადიკალური ოპოზიციის იარლიყს ომის პარტია ჩაენაცვლებოდა, თუმცა საამისოდ არავითარი საფუძველი არ არსებობს. ძალდაუტანებლად გაგვახსენდება "მგზავრის წერილებში" მთხრობელისა და ლელთ ღუნიას კამათისას ილია ჭავჭავაძე ორ მსოფლმხედველობას რომ შეაპირიპისპირებდა ერთმანეთს. ქედმოხრა ძალადობის წინაშე და შეგუება არსებულ რეალობასთან, თუ მიზანმიმართული ბრძოლა სახელმწიფოებრი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, რაოდენ სახიფათო და დრამატულიც არ უნდა იყოს ეს სწრაფვა. "რაის ვაქნევთ ცარიელ მშვიდობას, ცარიელ სტომაქით. რაი არ მშვიდობა უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის... ცარიელ მშვიდობა მიწაშიც გვეყოფის. დემაგოგთათვის ეს პასაჟიც, სადაც ლელთ ღუნიას პოლიტიკური შეხედულება ნოყიერი საზრდოა მტკიცებისათვის, თითქოს ილია ჭავჭავაძე ომის მოსურნე ყოფილიყოს და არა მშვიდობისა. რაღა გასაკვირი იქნება თუკი "ქართული ოცნება და მისი მიმდევრარნი ილიას მრწმასს რომ ომის პარტიის იდეოლოგიად შერაცხავენ" განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.