თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა დასაქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზსოხაძე ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთანდაკავშირებით „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ დღეს გაჟღერებულბრალდებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატენის ქუჩაზე სამშენებლონებართვა 2011 წელს იმდროინდელმა ქალაქის მერმაგიგი უგულავამ 10.0 კოეფიციენტით გასცა. ესკოეფიციენტი კი დღეს ორჯერ შემცირებულია. რევაზსოხაძემ ოპონენტებს მოუწოდა, სანამ ბრალდებებსწამოაყენებენ, კარგად წაიკითხონ დოკუმენტი, სადაცყველაფერი გარკვევით წერია.
„ჩვენმა ოპონენტებმა დღეს მე ტყუილშიდამადანაშაულეს. ის ბრძანებულება, რომელიც წარმოადგინეს მათ ბოლომდე წაკითხულიც არ აქვთ. ბრძანებულებაში გარკვევით წერია, რომ K2 კოეფიციენტი10.0-ის მაგივრად, 5.0 -ით განისაზღვრა. ანუ, ორჯერშემცირდა. რაც შეეხება 33 ათას კვადრატულ მეტრსამშენებლო ფართს, ეს ფართი მიწისქვეშატერიტორიასაც მოიცავს. ძველი ნებართვა, რომელიც 2011 წელს, კოეფიციენტის გადამეტებით გაიცა, K2 კოეფიციენტში კიბის უჯრედს, აივანსა და ტერასას არმოიაზრებდა. შესაბამისად, ახლა განაშენიანებისფართობში ეს ფართი შედის. სწორედ ამიტომ მივიღეთციფრი 33 ათასი კვადრატული მეტრი. K2 განაშენიანებისფართობი კი 15 763 კვადრატული მეტრია“- განაცხადარევაზ სოხაძე. საკრებულოს უმრავლესობის წევრი ოპონენტებსდოკუმენტის სრულად შესწავლას და გააზრებას ურჩევს.