"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ნავთლუღის დასახლებაში, გუდარეხის და ზაურ მახარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის „ქართული ოცნების" ხედვებზე, არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში მათი ჩართულობის საჭიროებაზე. ამომრჩეველთან ერთად განიხილა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნულ უბნებში მცხოვრებთ აწუხებთ.
დელეგატის თქმით, მოქალაქეები სრულად იზიარებენ სხვადასხვა მიმართულებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და ნდობას უცხადებენ გუნდს.