გამომდინარე იქიდან, რომ მერაბიშვილი ნაციონალია, აქვს უფლება თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ქართული პოლიტიკით და სცენაზე გამოსვლით არ არის ეს კაცი დაინტერესებული -ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა "ტვპირველის" ეთერში ისაუბრა.

"გამომდინარე იქიდან, რომ მერაბიშვილი ნაციონალია, აქვს უფლება თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ქართული პოლიტიკით და სცენაზე გამოსვლით არ არის ეს კაცი დაინტერესებული. არ აპირებს არც პარტიის მართვას, არც საჯარო განცხადებებს. ლევან ხაბეიშვილი არ არის მერაბიშვილის კაცი, ის ძალიან თვითმყოფადი, თავისი დღის წესრიგის შემქმნელი, აქტიური, ენერგიული ახალგაზრდა პოლიტიკოსი კაცია. მერაბიშვილს აქვს თავისი საქმე, საერთაშორისო პროექტები, ანტიპუტინისტური კოალიცია. იქ გააგრძელებს მოღვაწეობას, საქართველოს პოლიტიკა არ აინტერესებს"_ განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.