პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, ცოტნე ყავლაშვილის პირადი განცხადება გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცნობად მიიღო.

ცოტნე ყავლაშვილმა  გადადგომის თაობაზე განცხადებით პარლამენტს 3 ივნისს მიმართა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორი გადამდგარად ითვლება შესაბამისი განცხადების პარლამენტისათვის წარდგენის დღიდან.