როგორც ჩანს, მელია საკმარისად მონა არ აღმოჩნდა და ახლა უფრო დიდი კალიბრის მონა უნდათ, - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ტვ პირველში” განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ.
"აქციებს ვერ ვაკეთებდით, იქ კი შედგა ქოლგების აქცია, დამეხმარა გორის ადგილობრივი… (საუბარი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდში ავტ:), ეს იცით როგორ გვარდებოდა? ქართულ ჯიგრულ პონტში, გახარიას მეთოდით ვუდგებოდი მერე. ზალიკო [უდუმაშვილს მიმართავს] უნდა გახსენო. მივმართავდი ზალიკოს – “ზალო, გეხვეწები დამახმარე თბილისის ხალხი, მჭირდება” და ზალიკო უარს ვერ მეუბნებოდა, თან ახლა ვიცი მისი მორალური მოტივაციები. გორში გავიგე, რომ იყო ერთი კონკრეტული ადამიანი, ვისთანაც მეგობრობდა პარტია. მერე გავიგე, ვისაც შეეძლო მასთან დარეკვა და იმას დავარეკინე, რომ ერთი 30 კაცით რომ დამხმაროდა. ხვდებით, რა კატასტროფაზე გელაპარაკებით? – იმიტომ, რომ პარტია არ იდგა იქ, სადაც სინამდვილეში მიშას თემაზე დუღილი უნდა ყოფილიყო,” – თქვა ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, მას აიძულებდნენ, რომ ამაზე არ ელაპარაკა და ეუბნებოდნენ, რომ ახლა არ იყო ამის დრო. “ვიტყვი დღეს რატომ გადავწყვიტე. დიდი ხანია, მე და ნიკა მელია ვეღარ ვმეგობრობთ. მე “ნაცმოძრაობას” ხმას ვაძლევ მიშას გამო, მაგრამ მელიას თავის გამო მივეცი ხმა, მომწონდა მისი შემტევობა და ქარიზმა და იმ “ნაციონალური მოძრაობის” ჟანრშია, რომელიც მე მომწონს. მისი დაჭერის შემდეგ როგორი მელიაც მივიღეთ, ის არ იყო ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მე მევასებოდა. ძალიან მძიმე დიალოგები გვქონდა ამ თემაზე მე და მელიას, კიდევ კარგი მაშინ ფიზიკურად ახლოს არ ვიყავით. ახლა ნახეთ, რა ხდება? – მელიას ანაცვლებს ტიპი, რომელსაც უნდა, რომ პარტიაში მოვიდეს გრიგოლ ვაშაძე. ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? განიხილავენ ამ ვერსიას და ერთ-ერთი ვერსიაა გრიგოლ ვაშაძის. არიან პარტიაში შიგნითაც და გარეთაც არიან ბრძოლისუნარიანები, იდეალისტები, ერთგულები, რომლითაც შეიძლება ჩანაცვლდეს პარტია. პირობითად, ვგიჟდები აკო მინაშვილზე, აღარაფერს ვამბობ ეკა ხერხეულიძეზე. რომ მითხრან, რომ ნიკასთან ასეთი პრეტენზიები აქვთ, რომ არ იბრძოლა ნიკამ საკმარისად, მაშინ გავიგებდი, მაგრამ თუ ეს პარტია ისე უნდა განვითარდეს, რომ ვაშაძე უნდა იყოს მათი ლიდერი, მე ვამბობ, რომ ეს პარტია არის საზიზღარი პარტია და არასოდეს ხუთიანს აღარ შემოვხაზავ. რა ვაშაძე ხალხო, ქოცი ვაშაძე, ჩხარტიშვილის მოგვარებული თემებით. არიან ვიღაცები, რომლებიც სხვას განიხილავენ, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მელია საკმარისად მონა არ აღმოჩნდა და ახლა უფრო დიდი კალიბრის მონა უნდათ,” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. გადაცემის წამყვანის ეკა მიშველაძის კითხვაზე, როგორც ჩანს მერაბიშვილის კადრი გრიგოლ ვაშაძეა, კეზერაშვილის პეტრე ცისკარიშვილი? – ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ პეტრე ცისკარიშვილი საერთოდ არ განიხილება.