საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მეხანძრე-მაშველებს, თავდაცვის ძალების სამხედროებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონში სტიქიის ზონაში მუშაობენ, მადლობა გადაუხადა.

"აჭარაში თავდაცვის ძალების დახმარების საჭიროება არ არის, მაგრამ გურიაში და იმერეთში ალბათ იქნება საჭიროება, რომ ჩვენი მეხანძრე-მაშველები და სამხედროები უფრო ინტენსიურად იქნებიან ჩართული. კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება. მთავარია, არცერთი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ. აჭარაში ეს მაღალ დონეზეა, მუშაობს ცხელი ხაზი და, სადაც გზა ჯერ გაწმენდილი არ არის, ყველასთან მყარდება კომუნიკაცია. შეიძლება, ავადმყოფი ადამიანი იყოს, სადაც ფიზიკურად ვერ ხერხდებოდეს მისვლა, მაგრამ ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის და ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს კოლეგებს. საზოგადოება უნდა იყოს იმედიანად. უსაფრთხოების საკითხია, როცა სტიქია მძვინვარებს ქვეყანაში, დაახლოებით ანალოგიურია, როცა ომი არსებობს. არსებობენ ადამიანები, ვინც დეზინფორმაციას ეწევიან ასეთ სიტუაციაში. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სრული მობილიზაციაა.

გუშინ, გუშინწინ, ხვალაც, ზეგაც გაგრძელდება. მთელი ეს პერიოდი ხომ ხედავდით, მთელი კვირის მანძილზე როგორ მუშაობდნენ. შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებენ. სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის. მთავარია, როგორ რეაგირებ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.