"ამას გამოვაცხადებ, მაგრამ მე მივიღებ ყველაზე უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებას", - ასე პასუხობს “ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკის” წამყვანის კითხვას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმაზე, ჩამოვა თუ არა მელიას დაჭერის შემთხვევაში საქართველოში.
"თუ მოხდა სისხლისღვრა და უბედურება, თუ მოხდა ის, რასაც ისინი აპირებენ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. ჩვენ არ გვინდა არაფერი. ჩვენ გვინდა მშვიდობა და განვითარება. გვინდა, რომ ერთად დავძლიოთ კოვიდი. ეჭვი გეპარებათ იმაში, ხელისუფლებაში ჩემი მთავრობა, რომ იყოს ისრალზე სწრაფად მოვახდენდით ვაქცინირებას. გარდა იმისა, რომ მთელი ფული მოიპარეს, ესენი სპეციალურად არ აკეთებენ ამას, რადგან ხალხის ქუჩაში გამოყვანის ეშინიათ. იმიტომ კაპისობენ ასე, რომ ფულიც აღარ აქვთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.