ამ დროშის გვერდით ამდენი ხანი ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლით... სისხლით გაჟღენთილი. ეს აქამდე არ მინახავს. საქართველო, თქვენ წამართვით ჩემთან ახლოს მყოფი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი მეგობარი ქალი, ლიზა იასკო სოციალურ ქსელში წერს.

" შენ წაიღე ჩვენი ყველაფერი. დამცინოდნენ და მანადგურებდნენ. ახლა კი მას ანადგურებ... სამუდამოდ და შეუქცევად? მას უკვე სხვა რეალობა აქვს. სუსტი. ეს არ არის შენთვის საკმარისი?" - წერს ლიზა იასკო

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს არც სასჯელი გადაუვადა და არც სრულად გადაუვადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ექსპრეზიდენტი სასჯელს ბოლომდე მოიხდის.