ივანიშვილის თოჯინა ღარიბაშვილი ბედავს და აუგად მოიხსენიებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც პირველად გაუწია წინააღმდეგობა ტერორისტ პუტინს, ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარეობის კანდიდატმა. ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ცდილობს ისტორია რუსულად გადაწეროს და შემოგვასაღოს - არ ვართ სოლიდარულები, პატრიოტები, არ გვტკივა ჩვენი და ჩვენი ძალების ტკივილი. მიგვაჩვია, რომ უღირსად იქცევა ხელისუფლება და მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევა საქართველოში. საქმე საბოლოოდ იქამდეც კი მივიდა, რომ საჯარო მოხელეებს, სახელისუფლებო გუნდის წევრებს აკრძალული აქვთ სამძიმრის თქმაც, სანამ რუსი ოლიგარქის სასახლიდან კონკრეტული სიგნალი არ მოვა. მხოლოდ უკანასკნელ თვეებში პატარა საქართველომ უკვე რამდენიმე ათეული ვაჟკაცი ჯარისკაცი დაკარგა მშვიდობისთვის ომში. დიახ, ეს არის ომი მშვიდობისთვის, რაც მიმდინარეობს უკრაინაში. თავისუფალ უკრაინელ ხალხს საკუთარ მიწაზე, ქვეყანაში მშვიდობიანი და თავისუფალი ცხოვრება, რასაც ვერ ეგუება ტერორისტი პუტინი და აწარმოებს არაადამიანურ, ტერორისტულ ომს უკრაინაში. ქართველი ბიჭები იბრძოდნენ მარიუპოლში იმიტომ, რომ ომი არ მისდგომოდა ბახმუტს, დაეცნენ ბახმუტთან იმიტომ, რომ ომი არ მიადგეს კიევს და უკრაინის სხვა ქალაქებს. დაიცავენ უკრაინას და კიევს იმიტომ, რომ შემდეგ ომი არ მოადგეს საქართველოს და თბილისს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.