"თავისუფალი ზონის" დამფუძნებელი კობა ხაბაზი ამბობს, რომ ორგანიზაცია დაიცავს თავის ხმებს და არ მისცემს ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობის ხმების მიტაცების უფლებას. ის ამბობს, რომ სუს-მა 4 წლის განმავლობაში რუსეთის ვერცერთი აგენტურა ვერ დააკავა და პატრიოტ ახალგაზრდებს აკავებს.
"უშიშროების სამსახური, რომელსაც 4 წლის განმავლობაში ვერ და არ გამოავლენს რუსეთის აგენტურის ვერცერთ წარმომადგენელს, ყველას ვინც დაჭერილია გამოუშვებს და აი, ამ პატრიოტ ახალგაზრდებს დააკვებს, ჩემი აზრით, იქ ყველა დანარჩენი სიტყვა იხსნება... ესენი არიან სამშობლოს პატრიოტები", - განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას კობა ხაბაზმა.
"აიპრესის" კითხვაზე ყველა სუს-ში დაბარებულ პიროვნებას საკმაოდ მძიმე მუხლი აქვთ წარდგენილი, ხაბაზი პასუხობს, რომ "თავისუფალი ზონის" წევრებზე ანალოგიური ბრალდებით საქმე იყო აღძრული და გვაბრალებდნენ კომიკურ და ანეგდოტურ "საბურავების რევოლუციას". ეს არის ის რასაც მივხვდით. დღემდე ვერ ავხსენით, რომ თითქოს სასწრაფო დახმარების მანქანებით ვაპირებდით რევოლუციის მოწყობას - ეს მეორე აბსურდია. მესამე იყო "რუსთავი 2"-ის და თავისუფალი სიტყვის გამო აღძრეს ჩვენზე საქმე. ზუსტად იგივე მუხლით რა მუხლითაც ვართ დაბარებული დღეს. ამათ ფანტაზიას არ აქვს საზღვარი, მაგრამ ეს დამთავრდება 8 ოქტომბერს.
შეუძლებელია საქართველომ აირჩიოს ისეთი ბინძური ძალა, როგორიც არის "ხუილო პუტინის" მონა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში", - განაცხადა კობა ხაბაზმა.