სიცრუეა, თითქოს სააკაშვილი უარს ამბობს მკურნალობაზე, ბოლოს რომ ვინახულე, წამლებს სვამდა და კალიუმის გადასხმას იკეთებდა - ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. 

"ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რაც მე მაქვს ნანახი, ის ემორჩილება მკურნალობას, სვამს წამლებს. წინა კვირას რომ შევედი მოსანახულებლად ჰქონდა გადასხმა. როდესაც ვიკითხე რა სახის გადასხმა იყო, მითხრა რომ კალიუმია, იმიტომ რომ დაბალი აქვს კალიუმი. ანუ მე ვერ ვხედავ, რაში არ ეხმარება მიშა მკურნალობას. ჯანმრთელობის მდგომარეობაა ცუდი. მარტო კვებისგან არ არის ის დიაგნოზები, რომელიც აქვს"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.