"ოცნებამ" სააკაშვილზე, რაც არ უნდა ამაზრზენი და ზიზღის შემცველი განცხადებები გააკეთოს, არსებულ რეალობას მთელი მსოფლიო იზიარებს - ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"მთავარი, რაც გვაქვს საზრუნავი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სიცოცხლე გადარჩეს. მთავარი, რაც არის ჩვენი პარტნიორების პოზიცია, არის ის, რომ რეალურად მთელი ეს პროცესი, რომელსაც აკვირდებიან, არის ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება კლინიკაში, არამედ უარესდება. ამიტომ, რაც არ უნდა ამაზრზენი და ზიზღის შემცვლელი განცხადებები გააკეთონ,  "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, ეს არის რეალობა, რომელსაც მთელი მსოფლიო იზიარებს"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.