ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"თუ კიდე იყო დარჩენილი, რამე კითხვა, იმის შესახებ, თუ ვინ დგას დავით გარეჯის ირგვლივ ბოლო ესკალაციის უკან? ვის სურს საქართველოს გაუფუჭდეს ურთიერთობები აზერბაიჟანთან? ვის სურს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ფოკუსის გადატანა სხვაგან? ვის სურს წარმოჩენა იმისა, რომ თითქოს აზერბაიჯანიც „ოკუპანტია“ ? ვის სურს ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა? ვის სურს რუსეთის ფედერაციის ინტერესების ასეთი დესტრუქციულად გატარება საქართველოში? ყველა ამ კითხვაზე გაეცა პასუხი, ქართულ ოცნებას. იცით, რატომ ქართულ ოცნებას? - იმიტომ რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აწარმოებს კამპანიას, ამ საკითხის ირგვლის სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მიზნით. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოდიოდა საერთო ფრონტით. ის პოლიტიკური ძალა რომელიც ღიად აჟღერებს კრემლის მესიჯებს, საქართველოში, რომელიც ღიათ გამოდის საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ. რომელიც ღიად გამოდის სხავასხვა საკითხებზე ქართულ ოცნებასთან ერთად, ერთიანი ფრონტით.ამ პოლიტიკურ ძალასთან, თქვენ ბატონებო ხართ ერთ სულ და ერთ ხორც. ქართული ოცნება და ეს პოლიტიკური ძალა არის ერთი და იგივე. ჩემი კოლეგები, რომ გამოდიან ხოლმე მაგალითად ქალბატონი ქაცარავა (სოფო ქაცარავა„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წევრი) , სხვადასხვა კონფერენციებზე და ლაპარაკობენ, ლამაზ სიტყვებს ამბობენ, როგორ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ქალბატონო სოფო, თქვენც ინაწილებთ პასუხისმგებლობას, ამ ყველაფერზე. თქვენც თანამონაწილე ხართ ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ძალაა და თქვენ მაგალითად საპრეზიდენტო არჩევვნებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე, გამოდიოდით ერთად, ერთიანი ფრონტით. დიახ ეს პრობლემა, დგას საბჭოთა კავშირის გამო, კომუნისტურმა პარტიამ, კომუნისტმა ოკუპანტებმა გაავლეს იქ საზღვარი, აზერბაიჯანმა კი არ გაავლო საზღვარი. იმ კომუნისტურმა პარტიამ რომელსაც თქვენ ემსახურებოდით. ჩვენ არ ვამბობთ რომ თქვენ ხართ მკვლელები, ასეთ ლექსიკას ჩვენ არ ვიყენებთ და გასაგებია რომ 30-იან წლების სისხლის მდინარეებისთვის რომელიც კომუნისტურმა პარტიამ საქართველოში დააყენა, შეიძლება თქვენ უშუალოდ არ აგებთ პასუხს, მაგრამ თუ წარსულზეა საუბარი ვისაუბროთ წარსულზე . ყოველთვის შეგახსენებთ, ჩვენ თქვენს წარსულს და განსხვავებით რიგითი წევრებიგან, კომუნისტური პარტიისა რომელსაც არ მიუძღვის ასეთი დიდი პასუხისმგებლობა, თქვენ იყავით თანამდებობის პირი და ვინც ამ დარბაზში სხედან კომუნისტური პარტიის თანამდებობის პირები, ყოველთვის შევახსენებთ წარსულს. „- განაცხადა კანდელაკმა