მერაბიშვილიც იჯდა, ახალაიაც. ორივემ იბრძოლა იმისთვის, რომ არ ჩამჯდარიყვნენ. სააკაშვილი ახლა რასაც აკეთებს, ძალიან დამამცირებელია მისთვის. - აცხადებს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია "for.ge"-სთან ინტერვიუში.

"აცადეთ მკვდრებს დამარხონ თავისი მკვდარი" 

 სააკაშვილმა აბსოლუტურად არასწორი სტრატეგია აირჩია, მისთვის ზედმიწევნით დამამცირებელი 

დავიწყოთ იქედან, რომ სოსისების და არაჟნის კონტეინერით ყოფილი პრეზიდენტის შემოსვლა ქვეყანაში, უბრალოდ, პლინტუსს ქვევით არის. ფსკერი გახვრიტა ასეთმა კომიკურმა შემოსვლამ.
ახლა რასაც აკეთებს - ისტერიკა - ეს ხომ საერთოდ.
მერაბიშვილიც იჯდა, ახალაიაც. ორივემ იბრძოლა იმისთვის, რომ არ ჩამჯდარიყვნენ. სააკაშვილი ახლა რასაც აკეთებს, ძალიან დამამცირებელია მისთვის.
ჯერ, რა ხალხი ყავს დაქირავებული, გამოდის ვიღაც, რადიოში ვისმენდი, იძახის, ადვოკატი ვარო და 4 საწამლავით არის მოწამლულიო, ანუ მითრიდატე პონტოელი გამოიყვანა, რომელსაც წამლავდნენ და ვერ წამლავდნენ.
სხვათა შორის, ერთ-ერთ მოწამვლაში დედამისი იყო ეჭვმტანილი.
ჰოდა 4 მოწამვლა, რა ვიცი... ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს, იქ რაღაც ზედმეტად უშვებს ამ ხალხს. 4 საწამლავით არის მოწამლულიო და ვერც ერთმა ვერ მოწამლაო. ვინ შეიძლება ეს დაიჯეროს 

„ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმოს პატიმრის, ყოფილი პრეზიდენტის, მოწამვლა და თან ერთი საწამლავით ვერ ქნას ეს ამბავი და 4 შეიტანოს და ოთხივეთიც ვერ ქნას  
ამას რომ იტყვის, უკვე ხომ ჩანს, რა მდგომარეობაშიც არის სააკაშვილი დღემდე იძახის, ყველაფერს კარგად ვაკეთებდიო ეშმაკივით იქცევა, ეშმაკს ხომ ბოდიშის მოხდა არ შეუძლია. არ შეუძლია თქვას, უფალო შემიწყალე, აი, ზუსტად ეშმაკივით იქცევა, ბოდიშს ვერ იხდის კაცი. პატიმარს რომ ჯოხს ურჭობდნენ და აწამებდნენ, ეს სწორი საქციელი იყო. გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის საქმეები, ეს რეპრესიები, ბიუჯეტის ძარცვა, დავითგარეჯას საქმე, ხალხის ბანდიტურად ძარცვა, მძევლად აყვანა... დაიჭერდნენ ვიღაცას, ფულს მოატანინებდნენ ოჯახს, მერე გამოუშვებდნენ, ეს სწორი იყო . ამისთვის ბოდიშიც არ მოუხდია ამბობს, ყველაფერი კარგად გავაკეთეო 

იცის, ის აგრესია, რაც მის მიმართ იყო, შენარჩუნებულია. დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ მიშას გამოშვების, ხალხის შიშით ვერ გამოუშვებენ. ძალიან დიდი აგრესიაა მის მიმართ საზოგადოებაში, ხალხში მაგათი დაბრუნების შიშია. არასწორი სტრატეგია აირჩიეს. ღმერთმა დამიფაროს, დამცირება დავაპირო, პატიმარია კაცი და მე ეს არ მახასიათებს ...უბრალოდ, ეს მისთვის დამამცირებელია, სხვაგვარად უნდა მოიქცეს.
ჯერ ერთი, ხალხს ბოდიში მოუხადოს. ღმერთისგან შენდობა ითხოვოს, აღიაროს, რომ რაღაც შეეშალა .ამის შემდეგ შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება გაიღოს ხალხთან ურთიერთობისთვის. აქამდე არაფერს მისთვის აზრი არ აქვს, არანაირ ფართხალს. კიდევ, მაინტერესებს, გიული ალასანიას საიდან აქვს ამდენი ფული, რომ ამერიკული კომპანიები დაიქირავოს . ეს ათეულობით მილიონები ღირს . როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ამოიღეთ მაგის ქონებრივი დეკლარაცია და სადაც ნახავთ გიული ალასანიას, ყოველთვის ჰკითხეთ, როგორ გამდიდრდა. საიდან ფლობს ამ ქონებას, საიდან აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთ კომპანიებს ქირაობს  
როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მას ხომ არ ჰქონდა ეს ბიზნესები. საქართველოში არსებობს კანონი „კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ“ . ამ კანონში პირდაპირ წერია, რომ ჩინოსნებმა, ყოფილმა ჩინოსნებმა და მათი ოჯახის წევრებმა არსებული ქონების შესახებ დასაბუთება თვითონ უნდა წარმოადგინონ 

ანუ ასეთ დროს მტკიცების ტვირთი არის მათ მხარეს . ამიტომ გიული ალასანია და ყველა: მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ვალდებული არიან თავისი ქონების კანონიერება დაასაბუთონ. დაასაბუთონ საიდან აქვთ ეს ქონება, ამას კანონი ითხოვს . ერთხელ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე სააკაშვილს კარგი რჩევა მივეცი, მაშინ მან მოისმინა და ამით არაფერი წაუგია ახლაც მინდა, ვურჩიო, ღმერთმა დამიფაროს, ნიშნის მოგებით და რაიმე სხვა მიზნით ვსაუბრობდე, მინდა ვუთხრა, ეს არასწორია, არასწორ გზას ადგას . ეს იმას აჩევენებს, რომ მას ქართული მენტალიტეტის არ ესმის, მცდარი გზა აირჩია. ჯერ ერთი, ღირსებას არ მატებს, პირიქით, ამცირებს და აკნინებს. სიტუაცია გააშარჟეს, გააკომიკურეს. თუ მას უნდა, რომ პოზიტიური გარემო შეიქმნას, გზა უნდა იპოვოს არა კოლექტიურ დასავლეთში - კოლექტიურ კუბილიუსებთან და ვიღაცეებთან, რომლებმაც ქართულ საზოგადოებას უკვე თავი მოაძულეს, არამედ თვითონ ხალხთან. ხალხთან ურთიერთობის დაწყება შეიძლება ბოდიშით ეს დიდებული სიტყვა - „შემინდე“ ღმერთმა გვასწავლა ჩვენ, ადამიანებს . ეს განთავისუფლებს ყველა იმ ტვირთისგან, რაც შენ, ადამიანს გაწევს. ეს, პირველ რიგში, უნდა ითხოვოს ღვთისგან, რა თქმა უნდა, და მერე ხალხისგან. ეს არის ჩემი რჩევა. აი, ყველაზე მეტი მეგობარი მე აღმოვჩნდი სააკაშვილის