ერთ დღეს შეიძლება გავიღვიძოთ და ზელენსკის მაგიერ ზალუჟნი დაგხვდეს, უცბად ტრამპმა შეიძლება ყველაფერს წერტილი დაუსვას და ევროპელები პანიკას მიეცემიან, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას.

მისივე თქმით, რუსეთი ფრონტზე წინ მიიწევს, ალყაშია უკრაინული ბრიგადები, მათ ანადგურებენ, კორუფციამ კი ზელენსკი გაფატრა.

„ასე რომ დიახ, დასასრულს ვუახლოვდებით, შეიძლება ეს დასასრულიცაა უკვე. ეს მე მაგონებს ბრიტანულ კომედია „მონტი პაიტონს“, სადაც მეომარს კიდურები აღარ შერჩა, მაგრამ მაინც იჭიმება. ეს საშინელებაა, მაგრამ უკვე წლებია, ვამბობთ, რომ ეს ომი არის ცინიკური, „დიფ სთეითის“ გეგმა, რომელიც წარუმატებლობისთვის იყო მუდამ განწირული. რასაც ვამბობდით, ის ახდა“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.