"ნაციონალურ მოძრაობას" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მეტი მოეთხოვება და ის მათგან უფრო მეტს ელის - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა,

„ჯერჯერობით, კონკრეტული მკაფიო გეგმა არ მოგვისმენია, მზად ვართ, რომ კოორდინაციაში ვიყოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ამოცანა დღეს ნამდვილად არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნას. პირდაპირ ვამბობ, დღევანდელ პროცესზე რაც ვნახეთ, როგორც ზვიად გამსახურდია მოკლეს, ზუსტად იგივე სცენართან გვაქვს საქმე, ოღონდ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენართან. ამერიკელი ექსპერტის ჩვენებები ამას ძალიან მკაფიოდ ადასტურებს. ეს ამერიკელი ადამიანი არის ძალიან მაღალ ავტორიტეტული პიროვნება, ძალიან მაღალი საქმიანი რეპუტაციის მქონე, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს საკითხი გადაწყდეს", - განაცხადა ვაშაძემ.