პრეზიდენტ ლუკაშენკოს "ვიზიტი" აფხაზეთში არის ძალიან შემაშფოთებელი, ეს არის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობის, ჩვენ რა თქმა უნდა, გამოვთქვამთ შეშფოთებას, ვგმობთ ამ ვიზიტს _ ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"პრეზიდენტ ლუკაშენკოს "ვიზიტი" აფხაზეთში არის ძალიან შემაშფოთებელი, ეს არის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობის, ჩვენ რა თქმა უნდა, გამოვთქვამთ შეშფოთებას, ვგმობთ ამ ვიზიტს, ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როცა სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამას გამართლება არ აქვს, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა საგანგებო ვითარებაში ბელარუსის ელჩი საქართველოში და მოსთხოვა მას ახნა-განმარტება, რასაც ახლა ველოდებით , ეს არის დიპლომატიური თვალსაზრისით ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი ჯერ- ჯერობით. რაც შეეხება ვიზიტის შედეგებს, ამას დაველოდოთ, წინსწრებით განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმას რამდენადაც ვხდები მთავრობა არ გეგმავს. იმედი ვიქნიოთ, რომ ბელარუსის მხარე სრულად დაემორჩილება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს და არ გადადგამს რაიმე გაუთვალისწინებელ და არამეგობრულ ნაბიჯებს", - განაცხადა ხელაშვილმა. მისივე თქმით, "კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ვისაც დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, ვეღარ შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე." როგორც ხელაშვილი ამბობს, "ყველა დიპლომატიური არხი იქნება ამოქმედებული, მათ შორის საერთაშორისო მეგობრების დახმარება, საჭირო ზეწოლა". შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.