კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უპირისპირდება ყველას, ვინც არ ზის მის პოლიტიკურ ჩარჩოში და რაში ჭირდება ეს? დღეს არის, ხვალ არ იქნება _ ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
"თეა წულუკიანი უპირისპირდება ყველას, ვინც არ ზის მის პოლიტიკურ ჩარჩოში და რაში ჭირდება ეს? დღეს არის, ხვალ არ იქნება. ყოფილი მხატვარი, ყოფილი პოეტი არ არსებობს, ყოფილი მინისტრი არსებობს. ყოფილი ლექტორი ვარ, მაგრამ ყოფილი მხატვარი არასოდეს ვიქნები. შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს ჩემი შემოქმედება. რატომ ჭიდაობს ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც მთელი თავისი არსებით ცხოვრება შესწირეს ამ დიდ საქმეს, წარმოგიდგენიათ რამხელა დიდ საქმეს აფუჭებს და პოლიტიკა ეს არის, რომ გააფუჭოს?" _ აღნიშნა გია ბუღაძემ.