ჩამოსული ადამიანების 80% დივერსანტია, ხოლო დანარჩენი ელემენტარულად ცხოვრებას გაგვიწყალებს, გაგვაწვალებს. რეალურად ეს იქნება ჩვენი ანექსია და არა ოკუპაცია _ ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა.
"ჩამოსული ადამიანების 80% დივერსანტია, ხოლო დანარჩენი ელემენტარულად ცხოვრებას გაგვიწყალებს, გაგვაწვალებს. რეალურად ეს იქნება ჩვენი ანექსია და არა ოკუპაცია. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი ერის განადგურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამ დროს უნიჭიერესი ბავშვები რეგიონებიდან, ვერ ჩამოდიან დედაქალაქში სასწავლებლად, იმიტომ რომ ბინას ვერ ქირაობენ, ონლაინ სწავლას კი სახელმწიფო არ უშვებს"_ აღნიშნა "ტვ პირველის" ეთერში გია ბუღაძემ.